Tuesday, April 19, 2011


პროექტი ,,მეფე არტური– მითი თუ რეალობა?''


1. პროექტის სახელწოდება:    
               ,,მეფე არტური – მითი თუ რეალობა’’
2. პროექტის  თემა :
                მეფე  არტური და  მრგვალი მაგიდის რაინდები
3. პროექტის  აქტუალობა :
პროგრამით გათვალისწინებულ სასკოლო  სახელმძღვანელოში წარმოდგენლმა მასალამ მეფე არტურზე ძალიან დააინტერესა მოსწავლეები .გაჩნდა  უამრავი შეკითხვა და იდეა.
4. პროექტის მზნები :
      • მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლება ( სასწავლო პროცესში )
      • მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაზრდა
      • სოციალური უნარების განვითარება
      • შემოქმედებითი მიდგომების განვითარება  
      • ანალტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება
      • კომუნიკაციის უნარის ამაღლება
      • ამა–თუ იმ მოვლენისადმი საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა

5.მონაწილეთა ასაკი : 10 – 11 წელი,რაოდენობა – 27 (ოცდაშვიდი )
6.პროექტზე  მუშაობის  ვადა:  7 კვირა
 7.მოსალოდნელ შედეგები:
მოსწავლეები
  • შექმნიან მეფე არტურის სასახლის მაკეტებს
  • შექმნიან შუა საუკუნეების რაინდებისა და დიდებული ქალბატონების კოსტიუმების ესკიზებს
  • მოამზადებენ პრეზენტაციას თემაზე:  ,,შუა საუკუნეების რაინდებისა და დიდებული ქალბატონების  ჩაცმულობა’’

( პრეზენტაცია წარმდგენილი  იქნება  PowerPoint-ში)
        • დაწერენ მოკლე სცენარს    და მის მიხედვით   გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს მეფე არტურისა და მისი რაინდების შესახებ, რომელსაც  წარუდგენენ აუდიტორიას (მასწავლებლები,მოსწავლეები,მშობლები),
        • ფილმის ჩვნების შემდეგ გაიმართება დებატები
        • სკოლის მიმდებარე ტერიტორაზე ან სკოლის ეზოში მოეწყობა თამაში – ,, განძის მაძიებელნი’’.  
თამაშის აღწერა:

მეფე არტურის რაინდები ეძებენ წმინდა გრაალს,რომლის ადგილმდებარეობაც  მოცემულია რუკაზე.რუკა
და  მითითებები მოცემული იქნება ინგლსურ ენაზე,ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად
        • პროექტის დასასრულს მოსწავლეები  შექმნიან ბლოგს,რომელზეც აიტვირთება მათ მიერ მომზადებული მასალა (პრეზენტაცია , სასახლს მაკეტებისა  და შუა საუკუნეების  ტანსაცმლის ესკიზების ამსახველი ფოტოები, და ასევე მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფილმი)

8.პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი   
                                                             რესურსები:
კომპიუტერები,ინტერნეტი,წიგნები,პროექტორი,მარკირები,ფუნჯები
ფერადი ფანქრები და საღებავები ,ციფრული აპარატი,
ვიდეოკამერა,ფილმები და მულტფილმები თემასთან დაკავში–
რებით,CD - დისკები,flip charts.
9.პროექტის მსვლელობა:
იხილეთ  ჩამოთვლილი პუნქტების ქვემოთ )
( 10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშრი:
ისტორია – გარკვეულწილად გაეცნობიან  იმ ეპოქას,რომელშიც ცხოვრობდა ისტორიული მეფე  არტური ( მე–5 ს–ს დასასრული და მე–6–ს დასაწყისი)  და ასევე იმ პერიოდს,რომელსაც უკავშრდება უამრავი ლეგენდა და გადმოცემა მეფე არტურსა და მის რაინდებზე ( შუა საუკუნეები )
11.პროექტის ხელმძღვანელი  :   ნინო დაუთაშვილი
   12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  n.oniani74@gmail.com
13. პროექტის  ვებ–გვერდი :  
პროექტის  მსვლელობა:
1.თემის  შერჩევა :  მოხდება ,, გონებრვი იერიშის” მეთოდით
   
 2.ჯგუფებად დაყოფა:  
      
მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით,კერძოდ,
გათვლით:მოსწავლეები დგებიან სიმაღლის მიხედვთ და
გაითვლიან  1–2–3–4–5; 1–2–3–4–5 და ა. შ. პირველი ნომრები შექმნიან ერთ გუნდს,მეორე ნომრები – მეორეს და ა.შ. (მოსწავლეთა   
რაოდენობიდან გამომდინარე  შეიქმნება 5 ჯგუფი;აქედან
– 3 ჯგუფი იქნება 5 კაციანი, 2 ჯგუფი – 6 კაციანი)
3.ჯგუფებში  ფუნქცების  გადანაწილება :
ჯგუფები აირჩევენ კაპიტანს,გადაინაწლებენ საქმიანობებს,მოიფქრებენ  საკუთარი  ჯგუფის სახელს.    შეიმუშავებენ პროექტის განხორციელების საკუთარ გეგმას
4. აქტივობების განხორციელება : შეირჩევა აქტივობების განხორციელებისათვს საჭირო კონკრეტული ადგილები და ამა თუ იმ საქმიანობის შემსრულებელი პირები.
5.აქტივობების განხორციელება :  
                                      
                                    I კვირა –  
                            
             ინფორმაციის მოპოვება პიროექტის თემაზე        (ფილმები,მულტფილმები,ლეგენდები  – ინტერნეტიდან,წიგნებიდან, მასწავლებლებისგან,უფროსებისგან და ა.შ.)  
                                        
                                     II  კვირა –  
  • მოპოვებული ნფორმაციის დამუშავება   და საპრეზენტაციოდ მომზადება    
  • სლაიდ–შოუს მომზადება PowerPoint-ში
  • წერილობითი ნფორმაციის დამუშავება ვენის დიაგრამის მიხედვით          
                                  III   კვირა –       
მზადება ფილმის გადასაღებად
  • თითოეული  ჯგუფი წერს სცენარს ( დამხმარე კლიშეებისა და ნიმუშების მხედვით)
  • არჩევს პერსონაჟებს
  • ანაწილებს როლებს                                    
                                  IV   კვირა    
  • რეპეტიციები ფილმის გადასაღებად
  • ფილმის გადასაღებად საჭირო მატერიალურ–ტექნკური  ბაზის  უზრუნველყოფა ( დეკორაციები, კოსტიუმების,კამერები...)

                              V  – VI კვირა
  •  ფილმის გადაღება  
                 და   მისი
  •   საპრეზენტაციოდ მომზადება   
6.პროდუქტის პრეზენტაცია:   VII  
  • ფილმის წარდგენა  აუდიტორიისათვის  (მასწავლებლები,მოსწავლეები,მშობლები)
  • დებატები
  • თამაში ,, განძის მაძიებელნი’’
  • ბლოგის შექმნა ( ბლოგზე აიტვირთება ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათები პროექტის თემაზე, მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტოები,პრეზენტაცია ( PowerPoint ) და მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფილმი

7.პროექტის  შემაჯამებელი შეფასება:
განხორცელებული აქტივობების შეფასება მოხდება ,,პროექტის შეფასების რუბრიკის’’ მიხედვით .  
                                              

მეფე არტური